logo
ENG



ლაშა ბაქრაძე: საჭიროა შეიქმნას საბჭოთა კვლევების ინსტიტუტი

25 თებ 202012:41
3 წუთის საკითხავი
clock 458

თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის ეზოში დაღუპული იუნკერების ხსოვნას პოლიტიკური მოძრაობა „ლელოს“ წევრებმა მიაგეს პატივი. მათ ისაუბრეს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის 70-წლიანი საბჭოთა რეჟიმის გააზრება.

„ლელოს“ წარმომადგენლებს ჰქონდათ ინიციატივა, შეიქმნას საბჭოთა კვლევის ინსტიტუტი, რომელიც იმუშავებს რა ხდებოდა გასულ წლებში საქართველოში, რა მოიტანა და რა მემკვიდრეობა დატოვა საქართველოს გასაბჭოებამ.

„კვლევებს საბჭოთა წარსულთან დაკავშირებით მიეცეს რაც შეიძლება ფართო გზა. ამაში სახელმწიფოც უნდა ჩაერთოს, სხვადასხვა ინსტიტუციებს უნდა მიეცეს გარკვეული ფორმატები, როგორ ითანამშრომლოს სახელმწიფოსთან. იყოს უფრო უკეთესი დაფინანსება. არქივებში ყველაფერი თავისუფალი და ხელმისაწვდომი გახდეს მკვლევარებისათვის და შეიქმნას საბჭოთა კვლევების ინსტიტუტი“, - განაცხადა ისტორიკოსმა ლაშა ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ 1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.


close დახურვა