logo
ENG



ლევან ხაბეიშვილი: თუ ვინმე დალურჯდება და გალურჯდება 2020 წელს ეს იქნება ივანიშვილი და კალაძე

24 იან 202017:23
3 წუთის საკითხავი
clock 753

„თუ ვინმე დალურჯდება და გალურჯდება 2020 წელს ეს იქნება ივანიშვილი და კალაძე,“ - ლევან ხაბეიშვილი მისი ცემის ფაქტს ეხმაურება. მისი განცხადებით, ცემა დღეს ყველაფერი დაგეგმილად და ორგანიზებულად მოხდა.

ხაბეიშვილის განცხადებით, მან მედიის წარმომადგენლებს მანამდეც უთხრა, რომ ის ადამიანები მის საცემრად იყვნენ საკრებულოსთან მისული. მისივე თქმით, თვალის დალურჯების გამო ის ბრძოლას არ შეწყვეტს

„დაპირისპირება მოხდა იმის გამო, რომ რამდენიმე დღის წინ დავიცავი დამლაგებლები, რომელთაც რვა ლარი აქვთ ანაზღაურება ანუ 3$-ად ამუშავებენ დღეში და ვთქვი, რომ დიდი უნამუსობაა 5000 ლარი ანაზღაურება გქონდეს და დამლაგებელს რვა ლარად ამუშავებდე-მეთქი. ჩემი ნათქვამი არ მოსწონებიათ და ამის გამო გამისწორდნენ ფიზიკურად. ჩვენ კარგად ვიცით, რომ კოლექტიური ივანიშვილ-კალაძეები არიან ესენი. კალაძის დავალებით სცადეს და მათ ეხლა ეს სურათი უნდოდათ, ხაბეიშვილს ეს თვალი დალურჯებული ჰქონოდა.  ეს თვალი გაივლის. მთელი ცხოვრება მაქვს გადადებული, რისკის ფასად ვებრძვი ოლიგარქ ივანიშვილს, ყაჩაღებს და ქურდებს. ვინმეს ჰგონია, რომ თვალზე რამე თუ დამეტყობა ბრძოლას შევწყვეტ, გავჩუმდები თუ რა? ყველაფერი მოხდა დაგეგმილად და ორგანიზებულად. სანამ ჩხუბი დაიწყებოდა მე ტელევიზიის წარმომადგენლებსაც ვუთხარი, რომ ეს ადამიანები აქ საჩხუბრად იყვნენ მოსულები. ვერ შეძლეს ჩემი პროვოცირება და ბოლოს უკვე თავად დაიწყეს ფიზიკური ანგარიშსწორება. ეს თვალი გაივლის, შუბლიც გაივლის მაგრამ თუ ვინმე დალურჯდება და გალურჯდება 2020 წელს ეს იქნება ივანიშვილი და კალაძე. ქართველი ხალხი გაალურჯებს მათ,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს საკრებულოში ხმაური იყო. უმრავლესობის წებრები „ნაციონალური მოძრაობის"“წევრს, ლევან ხაბეიშვილის სიტყვიერად და შემდეგ ფიზიკურადად დაუპირისპირდნენ. 


close დახურვა