logo
ENG



ლომჯარია ჯინსიანი თანამშრომლის ვიდეოზე: რის საფუძველზე მოხდა ამ ვიდეოს დაარქივება?

21 იან 202013:43
3 წუთის საკითხავი
clock 232
oom30x8cyui2adl.jpg

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია დახეული ჯინსით მისი თანამშრომლის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნაზე თეა წულუკიანის კრიტიკას პასუხობს და აცხადებს, რომ ომბუდსმენის აპარატი გამოითხოვს ინფორმაციას, თუ რამდენად კანონიერი იყო ამ ვიდეოს შენახვა.

„რაც შეეხება ვიდეოს, რომელიც უჩვენეს. პირველი კადრი იყო თუ არ ვცდები ზაფხულში გადაღებული და ზაფხულის მერე, ეს პირი სახალხო დამცველის აპარატში არ მუშაობს. ჩემთვის უფრო მეტად საინტერესოა, რის საფუძველზე მოხდა ამ ინფორმაციის დაარქივება და შენახვა? როგორც ვიცით და როგორც წესი, როდესაც ვიდეომასალები გვჭირდება აღმოჩნდება, რომ როგორც წესი ან არ არის შენახული, ან არის წაშლილი და ა.შ. როგორც აღმოჩნდა, ზაფხულის შემდეგ იუსტიციის სამინისტრო ინახავს. სახალხო დამცველი გამოითხოვს ინფორმაციას რამდენად კანონიერი იყო ამ ვიდეოს შენახვა“, - განაცხადა ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ბრალდებებს უპასუხა და განაცხადა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ომბუდსმენის აპარატმა ვითომ მონიტორინგი განახორციელა. წულუკიანმა ლომჯარიას სთხოვა, რომ მონიტორინგის დროს აღარ გამოეგზავნა თანამშრომელი, რომელსაც დახეული ჯინსი ეცვა.

გარდა ამისა,  წულუკიანი აცხადებს, რომ ლომჯარიას მხრიდან გაჟღერდა ჭორები და მის მოხსენებაში იყო არაპროფესიონალიზმის ნიშნები.

არაფორმალური მმართველობა ციხეებში, პატიმართა სხეულის საეჭვო დაზიანებები, ფიზიკური დაპირისპირება და თანამშრომლების მხრიდან, პატიმრების მისამართით დამამცირებელი მიმართვა - სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა კომიტეტზე, რამდენიმე ციხეში ჩატარებული მონიტორინგის შედეგები წარადგინა. 

მონიტორინგისა და მიდევნების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, დაწესებულებებში არ არის ძალადობისგან თავისუფალი გარემო, ციხის კრიმინალური სუბკულტურა პატიმრებს არასათანადო მოპყრობის, მათ შორის ფიზიკური და მძიმე ფსიქოლოგიური ძალადობის საფრთხეს უქმნის. ფსიქოლოგიური ძალადობა ძირითადად გამოძალვაში, დამცირებაში, გარიყვასა და სხვა ქმედებაში გამოიხატება.


close დახურვა