მაღალმთიან აჭარაში გამოიდარა, თუმცა უამინდობისაგან გამოწვეული პრობლემების ნაწილი კვლავ გადაუჭრელი რჩება. შეფერხებებია გადაადგილების კუთხით, მაღალი ზონის სოფლებში გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტითაა შესაძლებელი.  ცენტრალური და  შიდა საუბნო გზები ყინულითაა დაფარული, რის გამოც რეკომენდირებულია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით მოძრაობა. მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტით გადაადგილებაა დასაშვები კურორტ გოდერძის მიმართულებითაც.