logo
ENG



მერაბიშვილი პოლიტპატიმარია - ყოფილი შს მინისტრი საპატიმროს დატოვებისთვის ემზადება

19 თებ 202009:01
3 წუთის საკითხავი
clock 298

ექვსი წლისა და ცხრა თვის შემდეგ, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი პატიმრობიდან ხვალ გათავისუფლდება. დაბრუნდება თუ არა პოლიტიკაში მერაბიშვილი, ან რომელ პარტიას შეუერთდება ის, ჯერჯერობით უცნობია.

ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, მერაბიშვილი ერთ-ერთი სამიზნე იყო და არ გამორიცხავენ იმ ფაქტსაც, რომ მმართველი გუნდი კვლავ შეეცდება საპატიმროში მის დააბრუნებას.

"როგორც ვიცით, ეს ევროპულმა სასამართლომაც დაადგინა, რომ მერაბივილი პოლიტპატიმარია და მან მთელი ეს პერიოდი ის სამარტოო საკანში იყო, რაც წამების ერთ-ერთ პირობადაა აღიარებული",-აღნიშნავს გიორგი ბარამიძე.

"ევროპული საქართველოს" წევრი, ოთარ კახიძე არ გამორიცხავს, რომ ვანო მერაბიშვილი პოლიტიკას დაუბრუნდეს და ამ გზით შეეცადოს ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებას. 

"მერაბიშვილი იყო პრობლემა ხელისუფლებისთვის. ზოგადად, ივანიშვილის მიდგომა იყო ისეთი, რომ ოპონენტებისგან კრიტიკა არ უნდა მოესმინა. თუმცა, ვანომ ღირსეულად გაუძლო ამ ბრძოლას და გაიმარჯვა ევროპულ სასამართლოშიც. დარწმუნებული ვარ ქართულ პოლიტიკაში თავის სიტყვასაც იტყვის. 

ვანო მერაბიშვილის მიმართ რომ უკანონო ქმედებები ხორციელდებოდა, ამას ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილს არაერთი გარემოების ხსნის. მისი მტკიცებით, ბრალდებულს პატიმრობის პერიოდში უსამართლოდ ექცეოდნენ. 

"ეს წლები იყო ის პერიოდი, როცა ხელისუფლება ცდილობდა ამ ადამიანის გატეხვას. გაიყვანეს კიდეც ციხიდან და ითხოვდნენ მისგან ინფორმაციებს. მერაბიშვილს არ ეძლეობდა უფლება ადამიანებთან ურთიერთობის და ასევე აკრძალული ჰქონდა ციხის თანამშრომლებთან კომუნიკაციაც",-ამბობს ჩივიაშვილი. 

ვანო მერაბიშვილი 2013 წლის 21 მაისს ორი მუხლით დააკავეს და მას სახელმწიფო ბიუჯეტიდან არამიზნობრივად დახარჯულ თანხას და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.


close დახურვა