logo
ENG



მეცნიერებათა აკადემიამ ივანიშვილისთვის დაბადების დღის მისალოცი პოსტი ფეისბუკიდან წაშალა

18 თებ 202021:23
3 წუთის საკითხავი
clock 502
i8zjrk26o59dkl6.jpg

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის „ფეისბუკის“ გვერდიდან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისთვის დაბადების დღის მისალოცი პოსტი წაიშალა.

„ძვირფასო ბატონო ბიძინა,

გულწრფელად გილოცავთ დაბადების დღეს. თქვენ თავად მეცნიერს, დიდი ამაგი გაქვთ ქართული მეცნიერების განვითარების საქმეში. მარადიული მადლიერება გაქვთ დათესილი ქართულ აკადემიებში. თავის მხრივ მეცნიერებათა ეროვნული აკადემია დიდად აფასებს თქვენ ღვაწლს ქართული სახლმწიფოებრიობის განმტკიცებაში, ადამიანთა კეთილდღეობისათვის ზრუნვაში. გისურვებთ ჯანმრთელობასა და მრავალჟამიერ სიცოცხლეს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ", - ეწერა მილოცვაში.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილი დღეს 64 წლის გახდა.

 

 


close დახურვა