logo
ENG



მიხეილ კალანდიას სასამართლომ 15 წელი მიუსაჯა

25 თებ 202012:46
3 წუთის საკითხავი
clock 4340

სასამართლომ დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიას 15 წელი მიუსაჯა.  განაჩენი მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მიუხედავად ამისა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე, კალანდია საპატიმროში 11 წელსა და 3 თვეს გაატარებს. 

მიხეილ კალანდიას ოჯახი საქმის გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში აპირებს. 

შეგახსენებთ, რომ კალანდია თბილისში, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 4 ივნისს დააკავეს.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე, დავით სარალიძე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, დაიღუპა.


close დახურვა