logo
ENG



მსოფლიო თასზე ლაშა ტალახაძემ ჯამში 3 ოქროს მედალი მოიპოვა

31 იან 202022:40
3 წუთის საკითხავი
clock 290
wf7b1yb7p1789ev.jpg

იტალიის დედაქალაქში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო თასზე ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ (+109 კგ) ჯამში სამი ოქროს მედალი მოიპოვა.

საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, ძალოსანმა ატაცში 200/210/215 კგ. დაძლია. აგრეთვე, აკვრაშიც კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხური დაიკავა დაძლეული 235/245/255 კილოგრამით, ხოლო ორჭიდის ჯამში დაგროვილი 470 კილოგრამით საქართველოს ჰიმნიც ააჟღერა.


close დახურვა