w2hcil2b10hupa5.png

გადაცემა „თითქმის ყოველდღე“-ს წამყვანმა, მიშა მშვილდაძემ, 24 იანვარს მონოლოგი თბილისის საკრებულოში განვითარებული მოვლენით დაიწყო, მშვილდაძე ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა.

„ლევან ხაბეიშვილი თბილისის საკრებულოს მინიმუმ 10%-მა სცემა….ჩვეულებრივი სისხლის სამართლის დანაშაული ვნახეთ ახლა. რა თქმა უნდა, არავინ დაისჯება, არაფერს გამოიძიებენ, მაგრამ შსს-მ ის მაინც გვითხრას სპრავედლივი იყო თუ არა ეს დარტყმა. იქნება მანდ მაინც გყავდეთ რომელიმე პროფესიონალი კადრი“,-განაცხადა მიშა მშვილაძემ.

გადაცემის წამყვანი ასევე გამოეხმაურა ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე, ქართული ოცნების დეპუტატის, ბექა დავითულიანის კომენტრას, რომელმაც ხაბეიშვილზე ფიზიკური თავდასხმა ადამიანობით ახსნა, მშვილდაძის თქმით ეს უკვე მეორე შემთხვევაა რაც „ქართული ოცნება“ საკუთარ დანაშაულს ადამიანური ბუნებით ხსნის.

„უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ქართული ოცნება საკუთარ უუნარობას ან დანაშაულს ადამიანური ბუნებით ხსნის. Ც ჰეპატიტის ნახევარი მილიარდის წამლების გაფუჭება ჰო ახსნეს ქართველი კაცის ხასიათით?! თუ არ აწუხებს, სამკურნალოდ არ მიდისო, ახლა ზოგადად, ადამიანის ბუნებით ახსნეს ხაბეიშვილის ცემა“,-განაცხადა გადაცემის წამყვანმა.

მიშა მშვილდაძე გადაცემაში ასევე ისაუბრა  ხელისუფლების წარმომაგენლების გამოხმაურებაზე, კონგრესმენების კრიტიკულ წერილზე.

„კონგრესმენების ძალიან კრიტიკულ წერილზე „საინტერესო" გაპრავება მოიფიქრეს ქოცებმა: 400 ზე მეტი კონგრესმენიდან მხოლოდ ოთხმა გაგვაკრიტიკაო. ეს როგორი გაპრავებაა იცით? საქართველო, რომ არგენტინას შეხვდეს, და მესის ჰეთ-თრიქით 0-3 დამარცხდეს და საქართველოს მწვრთნელმა, რომ თქვას, ხედავთ რა მაგარი გუნდი ვართ, მესის გარდა გოლი ვერავინ გაგვიტანაო“,-განაცხადა მშვილდაძემ.

მიშა მშვილდაძე გადაცემაში გამოეხმაურა კადრებს, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გააავრცელა, სადაც ჩანს რომ სახალხო დამცველი ვანო მერაბიშვილს შეხვდა, მისი თქმით აღნიშნული კადრების გავრცელება კანონდარღვევაა, ვინაიდან სახალხო დამცველის შეხვედრა მსჯავრდებულებთან კონფიდენციალურია.

„საქართველოს სახალხო დამცველის შეხვედრა დაკავებულებთან, პატიმრობაში მყოფ ან სხვაგვარად თავისუფლება შეზღუდულ პირებთან და მსჯავრდებულებთან, აგრეთვე ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებში მოთავსებულ პირებთან კონფიდენციალურია.

ანუ, რა მოხდა რეალურად – ოცნებაში იფიქრეს, იფიქრეს სახალხო დამცველი როგორ გავაშაოთო, მოიფიქრეს მოდი გავაბაზროთ, რომ ვანო მერაბიშვილს შეხვდა და ხალხი ნაცს დაუძახებსო და ისე მოეწონათ იდეა, არავის მოაფიქრდა დანაშაულს ხომ არ ჩავდივართო“,-განაცხადა მშვილდაძემ.

გადაცემის წამყვანი ასევე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველო ნატოს წევრი უნდა გახდეს.

„სტატისტიკის მოყვარულებს გეტყვით, რომ უკვე თურქეთის საგარეო მინისტრს უფრო მეტი აქვს ნალაპარაკები საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე, ვიდრე საქართველოს ბოლო 2 პრემიერ-მინისტრს ერთად“-განაცხადა მშვილდაძემ.

რაც შეეხება სტუმრის ნაწილს, გადაცემა „თითქმის ყოველდღე“ სტუმრები გადაცემის სცენარისტები იყვნენ.