logo
ENG



ნანუაშვილი პერევის გამშვები პუნქტის ჩაკეტვაზე: ხელისუფლებას მოქმედების სტრატეგია არ გააჩნია

25 თებ 202012:22
3 წუთის საკითხავი
clock 349

საოკუპაციო ძალებმა სოფელ პერევთან არსებული ერთადერთი გამშვები პუნქტი შესაძლოა, უახლოეს დღეებში ჩაკეტონ. ინფორმაციას „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" ავრცელებს. როგორც ცნობილია, რუსმა სამხედროებმა პერევის გზის სავარაუდო ჩაკეტვის შესახებ ახალგორის რამდენიმე ადგილობრივი გააფრთხილეს.

როგორც ორგანიზაციის დირექტორი უჩა ნანუაშვილი ამბობს, პერევის საკონტროლო-გამშვები პუნქტი ადგილობრივი მოსახლეობისთვის ერთადერთი იმედია, რომ აუცილებლობის შემთხვევაში, ახალგორიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა შეძლონ. 

„ჩვენ რამდენიმე ადგილობრივმა მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ რუსი სამხედროები დადიან ახალგორში და მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ პერევის გადასასვლელი იქნება უახლოეს დღეებში ჩაკეტილი. პერევი არის ბოლო საკონტროლო გამშვები პუნქტი და რისკები მაღალია. ხელისუფლებამ პრევენციული ღონისძიებები უნდა გაატაროს და ცხინვალის რეგიონში ადგილობრივ მოსახლეობას ჰქონდეს გარკვეული სერვისების მიღების და დახმარების შესაძლებლობა და გამოირციხოს ის რისკები, მაგალითად, ჰუმანიტარული კრიზისი, რაც შარშან ახალგორში შეიქმნა. სამწუხაროდ, ხელისუფლებას არ გააჩნია სტრატეგია თუ როგორ უნდა მოიქცეს ასეთ სიტუაციაში“, - განაცხადა ნანუაშვილმა.


close დახურვა