logo
ENG



ნიკა რურუას საქველმოქმედო ფონდმა ხურვალეთში სოც.დაუცველ ოჯახებს საჩუქრები გადასცა

08 თებ 202017:19
3 წუთის საკითხავი
clock 529

ნიკოლოზ რურუას სახელობის საქველმოქმედო ფონდის "გჯეროდეს საქართველო" წევრები  სოფელ ხურვალეთში ქართულმა პოლიციამ არ შეუშვა.

ფონდის ხელმძღვანელებს სოფელში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის საჩუქრების გადაცემა სურდათ. სამშვილიანი ოჯახის მარტოხელა დიასახლისს, სოფლის შესასვლელთან მისვლა თავად მოუწია. ნიკა რურუას სახელობის საქველმოქმედო ფონდმა საჩუქრები სოფელ ბერშუეთში მრავალშვილიან გლურჯიძეების ოჯახსაც გადასცა. 

„სოფელი ხურვალეთი მდებარეობს საოკუპაციო  ზოლის სიახლოვეს, სადაც მოქმედებს უსაფრთხოების განსაკუთრებული ნორმები. ამიტომ საჭიროა ჟურნალისტებს ჰქონდეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურისგან თანხმობა, ხოლო სტუმრებს - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის ნებართვა. შეგიძლიათ მიმართოთ წერილობით და თანხმობის შემთხვევაში გავუშვებთ“, - განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა.

ფონდის წარმომადგენლის თქმით, ისინი პერიოდულად ჩადიან საოკუპაციო ხაზთან, რათა დაეხმარონ სოციალურად დაუცველებს, თუმცა გადაადგილების პრობლემა პირველად შეექმნათ.

„ნიკა რურუა იყო ადამიანი, რომელიც ამ მისიას ასრულებდა. მისი სახელობის არის საოკუპაციო მუზეუმიც და ამიტომ გადავწყვიტეთ ამ ფორმით სიკეთის კეთება და სუს-ი ვერ დაგვიშლის ამას. ფონდი რამდენიმე თვეა, რაც დავაფუძნე, თუმცა მანამდეც ვეხმარებოდით ამ ადამიანებს. მისი სახელის უკვდავსაყოფად არის გაკეთებული ეს ყველაფერი“, - აცხადებს ფონდის წარმომადგენელი.

 

 


close დახურვა