logo
ENG



ოკუპირებული ახალგორის მოსახლეობა ორ თვეში ერთხელ ე.წ. საზღვრის გადალახვას შეძლებს

31 იან 202008:12
3 წუთის საკითხავი
clock 436

ოკუპირებული ახალგორის მოსახლეობა ორ თვეში ერთხელ ე.წ. საზღვრის გადალახვას შეძლებს. ინფორმაციას ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო უსაფრთხოების კომიტეტი ავრცელებს.

ეს გადაწყვეტილება იმ პირებს შეეხებათ, რომლებსაც ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. მოქალაქეობა არ აქვთ და პენსიას საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იღებენ.

საოკუპაციო ხაზის გადაკვეთა "რაზდახანის" ე.წ გამშვებ პუნქტზე დადგენილ საათებში 6 თებერვლამდე იქნება შესაძლებელი. ოკუპირებული ახალგირის მცხოვრებლებს საოკუპაციო ხაზის გადაკვეთა დილის 08:00-დან 11-00 საათამდე, ხოლო საღამოს 17:00-დან 20:00 საათამდე შეეძლებათ. 

პუნქტ „რაზდახანის" მომდევნო  გახსნის თარიღი ჯერჯერობით უცნობია. 

 

 


close დახურვა