logo
ENG



ოკუპირებულ ცხინვალში საკვები პროდუქტების დეფიციტია

19 თებ 202008:45
3 წუთის საკითხავი
clock 334

ოკუპირებულ ცხინვალში საკვები პროდუქტების დეფიციტია. დახლებიდან თითქმის გამქრალია ბავშვთა კვებისა და რძის პროდუქტები. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთიდან ტვირთებს არ ატარებენ. დე ფაქტო ცხინვალის ეგრედ წოდებული ხელისუფლება რუსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

სააგენტო „რესი" წერს, რომ კრიზისზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია, თუმცა პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში საფრთხე რეალური გახდება. საკვები პროდუქტების დეფიციტის მიუხედავად, სასურსათო მაღაზიებში დარჩენილ პროდუქტებზე ფასები ჯერჯერობით უცვლელია. 


close დახურვა