logo
ENG



ომბუდსმენი აჭარის ტელევიზიაზე: განვითარებული მოვლენები უარყოფითად აისახება მედია გარემოზე

19 თებ 202012:23
3 წუთის საკითხავი
clock 376

აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებს სახალხო დამცველი ეხმაურება. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მიმდინარე პროცესები მედია გარემოზე პირდაპირ აისახება. 

"ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები უარყოფითად აისახება მედია გარემოზე და აჭარის ტელევიზიის დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკაზე" - ნათქვამია განცხადბეაში. 

სახალხო დამცველი მოუწოდებს აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს, შემოთავაზებული საშტატო ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილება კრიტიკულად განიხილონ და მიიღონ დასაბუთებული გადაწყვეტილება, რაც მიმართული იქნება საზოგადოებაში არსებული ეჭვების გაქარწყლებისა და ტელეკომპანიის შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფისკენ.


close დახურვა