logo
ENG



ოცნება ვახტანგ გომელაურზე: ყოველთვის გამორჩეული იყო თავისი პასუხისმგებლობით

19 თებ 202012:07
3 წუთის საკითხავი
clock 247

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნად ვახტან გონმელაურის დანიშვნას მმართველი გუნდი დადებითად აფასებს. როგორც უმრავლესობაში ამბობენ, ეს არის პროფესიონალი კადრი და მისი გამოცდილება სწორედ აღნიშნულს ადასტურებს. 

"როდესაც ჩვენ გომელაურს ვუსმენდით პარლამენტში, მინდა დაგარწმუნოთ რომ ის ყოველთვის ღია და გახსნილი იყო. მათ შორის ოპოზიციასთან მიმართებაში; გამორჩეული იყო თავისი პასუხისმგებლობით. რაც შეეხება საბჭოს მუშაობას რამდენიმე თვის წინ შეიქმნა და ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ მასთან მიმართებაში მოლოდინები გრძელვადიანია, რადგან სისტემას გამოცდილება სჭირდება"-აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა. 


close დახურვა