logo
ENG



პუტინმა ახალი მთავრობა დაამტკიცა - ლავროვი კვლავ საგარეო საქმეთა მინისტრია

21 იან 202022:03
3 წუთის საკითხავი
clock 350
e543yyjx73crsi2.jpg

რუსეთის მთავრობაში, რომელსაც ახალი პრემიერ-მინისტრი მიხეილ მიშუსტინი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თანამდებობა შეინარჩუნა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სამთავრობო სააგენტო "ტასი" ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას ახალი მთავრობის სტრუქტურის შესახებ, სადაც ზოგიერთმა მინისტრმა თანამდებობა ვერ შეინარჩუნა.

თანამდებობაზე დარჩნენ ძალოვანი უწყებების პირველი პირები - თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და შინაგან საქმეთა მინისტრი ვლადიმერ კალაკოლცევი.

გარდა ამისა, კრემლის ლიდერმა გააუქმა ჩრდილოეთ კავკასიის საკითხთა სამინისტრო, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს დაუქვემდებარა.

რუსეთის მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა უკვე შეიკრიბა.


close დახურვა