logo
ENG



რურუას ადვოკატი: არც ერთი მტკიცებულება არ ადასტურებს მის მიერ დანაშაულის ჩადენას

25 თებ 202008:33
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის საქალაქო სასამართლოში "მთავარი არხის" მეწილის სასამართლო პროცესი გაიმართება. სხდომაზე დაცვის მხარე შესავალ სიტყვას წარმოთქვამს. გიორგი რურუას ადვოკატის, დიტო საძაგლიშვილის თქმით,  რურუა სისტემის მსხვერპლია და ამას საქმეში არსებული მტკიცებულებები ადასტურებს.

„გაგრძელდება გიორგი რურუას საქმის განხილვა. დაცვის მხარე წარმოთქვამს შესავალ სიტყვას. ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ, რომ საქმეში არც ერთი მტკიცებულება არ ადასტურებს გიორგი რურუას მიერ დანაშაულის ჩადენას. საპირისპიროდ, უამრავი მტკიცებულება ადასტურებს, რომ დანაშაული ჩადენილია პოლიციის მხრიდან და დღეს რურუა პოლიტპატიმარია. აგრეთვე, საქალაქო სასამართლოსთან გაიმართება გიორგი რურუას მხარდამჭერი აქცია“, - აცხადებს საძაგლიშვილი.

სამოქალაქო აქტივისტები საქალაქო სასამართლოს ეზოში გიორგი რურუას მხარდასაჭერადაც შეიკრიბებიან და აქციას გაიმართავენ. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა 18 ნოემბერს დააკავეს. ის სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებას გულისხმობს.


close დახურვა