logo
ENG



სამტრედიაში კაცმა ცოლი მოკლა

18 თებ 202016:14
3 წუთის საკითხავი
clock 560

სამტრედიაში მამაკაცმა ცოლი მოკლა.

არსებული ინფორმაციით, მკვლელობა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამტრედიის ფილიალში მოხდა, სადაც ქალი მეუღლესთან განქორწინების მიზნით მივიდა. სწორედ ამ დროს ქმარმა მას ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

როგორც „ფორმულას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მამაკაცი უკვე დაკავებულია.

"ბრალდებულმა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამტრედიის ფილიალის მოქალაქეთა მომსახურების დარბაზში, განქორწინების პროცედურის დაწყებამდე, ცოლს - 1994 წელს დაბადებულ ს.ბ.-ს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა", - აცხადებენ სამინისტროში.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა