სირიის ხელისუფლება ირწმუნება, რომ ისრაელის სარაკეტო შეტევა მოიგერია.

რაკეტების სამიზნე დამასკო იყო, თუმცა სირიის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ყველა ჰაერში გაანადგურა. სირიის სამხედრო მაღალჩინოსნები ასევე აცხადებენ, რომ შეტევა ოკუპირებული გოლანის მაღლობიდან განხორციელდა.

იერიშებზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია ისრაელის თავდაცვის სამინისტროს. პარალელურად, თურქეთი სირიაში სამხედრო ყოფნას აძლიერებს. საზღვართან თურქული მძიმე ტექნიკის დამატებითი ქვედანაყოფების მობილიზება მიმდინარეობს. ოფიციალური ანკარა აცხადებს, რომ ერთი თურქი ჯარისკაციც რომ დაშავდეს, რუსეთის მიერ მხარდაჭერილ ასადის ძალებზე სამხედრო შეტევას დაიწყებს.