logo

სოფლის მცველი - SOS მოწყობილობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის

clock 18 თებერვალი 2020 14:58

„სოფლის მცველი“ - SOS მოწყობილობა რომელიც საფრთხის შემთხვევაში 5 წამის განმავლობაში ადგენს პირის ადგილმდებარეობას საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლის მცხოვრებლებს დაურიგდებათ, - პროექტის ავტორი ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“, რუსი ოკუპანტების მიერ ადამიანთა გატაცების წინააღმდეგ მიმართულ ინიციატივაში „მოძრაობა მომავლისთვის“ ერთვება, რომელიც ატოცსა და კირბალში მცხოვრებ მოსახლეობისთვის SOS მოწყობილობას შეიძენს. იდეა ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრს გიორგი რუხაძეს ეკუთვნის.

„ე.წ. GPS ტრეკერი, რომელიც დაურიგდება საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას. ისინი აქტიური მომხმარებლები გახდებიან  გამომდინარე იქიდან, რომ რისკის ქვეშ არიან რომ მოხდეს მათი გატაცება. ჩვენი სოს ღილაკი მათ უსაფრთხოებას გარკვეულწილად უზრუნველყოფს“, - განაცხადა დავით ქაცარავამ.

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა