logo
ENG



სუს-ი: საოკუპაციო ძალებმა სოფელ გუგუტიანთკარში, უკანონო ნაგებობები აღმართეს

20 იან 202021:05
3 წუთის საკითხავი
clock 435
uhekyf01xd8nood.jpg

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალებმა უკანონო ნაგებობები აღმართეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. 

"საოკუპაციო ძალები აგრძელებენ პროვოკაციულ ქმედებებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. მათ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში, უკანონო ნაგებობები აღმართეს. მიმდინარეობს მავთულხლართების ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ღობეებით ჩანაცვლების პროცესი, რაც ე.წ. ბორდერიზაციის ნაწილს წარმოადგენს", — ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.


close დახურვა