logo
ENG



ფორმულაზე ორ კვირაში ერთხელ საგამოძიებო ფილმების ციკლი "თავისუფლების მონიტორი" გავა

15 თებ 202014:48
3 წუთის საკითხავი
clock 420

„რადიო თავისუფლებასთან“ მიღწეული შეთანხმებით, დღეიდან, ყოველ ორ კვირაში ერთხელ, „ფორმულას“ ეთერში საგამოძიებო-დოკუმენტური ფილმების ციკლი „თავისუფლების მონიტორი“ გავა.

„რადიო თავისუფლებისა“ და სტუდია „მონიტორის“ ერთობლივი პროექტის დღევანდელი გადაცემა ბიძინა ივანიშვილის ქონებას ეხება. ფილმში დეტალურადაა აღწერილი, როგორ აწარმოებს ივანიშვილი ბიზნესს საქართველოში ოფშორული კომპანიების მეშვეობით.  ფილმი „ფორმულას“ ეთერში დღეს საღამოს, რვასაათიანი „ფორმულანიუსის“  დასრულებისთანავე დაიწყება. 


close დახურვა