tmil1v4ikt2o7m8.jpg

ქართველმა სპორტულმა ჟურნალისტმა მაგდა კლდიაშვილმა „ფორმულასთან“ საუბარში რომში ევროპის ჩემპიონატზე მასსა და მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მოჭიდავემ მას აგინა და დაემუქრა.

კლდიაშვილის თქმით, მუქარა ერთჯერადი არ იყო და დათუნაშვილი მეორე დღეს უკვე მეგობართან და ძმასთან ერთად შეხვდა და კვლავ მიაყენა შეურაცხყოფა.

„იტალიაში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი სალომე ხარატიშვილი და მე ვესწრებით რომში ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატს. აკრედიტირებული ჟურნალისტი ვარ. ასევე ფედერაციის პრესსამსახურის წარმომადგენლები იყვნენ ჩემს გვერდით. 87 კგ წონით კატეგორიაში ზურაბ დათუნაშვილს სერბეთის სახელით დებიუტი ქონდა. ძალიან პატარა დარბაზია. მედიატრიბუნა ძალიან ახლოსაა საჭიდაო ხალიჩებთან. ჩემგან მოშორებით ჭიდაობდა დათუნაშვილი, მაგრამ მოჭიდავე გასახდელში ისე ვერ მოხვდება თუ მედიატრიბუნა არ გაიარა. 

მე შორიდან ვიღებდი მისი ჭიდაობის ფოტოებს. ვფიქრობ, შიდა განვითარბული მოვლენების გამო მისი გამოსვლა მნიშვნელოვანი იყო და ზოგადად, ჩემი პრეროგატივაა რას გადავიღებ. მან დამინახა, ფეხზე ვიდექი, ფიზიკურად ვერ ამარიდებდა თვალს. გაღიზიანებული იყო თავის მარცხით. ჩემი კოლეგებიც დამემოწმებიან, რომ ჩემი მხრიდან დაცინვას ადგილი არ ქონია. დაიწყო ჩემი მისამართით უშვერი სიტყვების თქმა. რომ არ შეწყვიტა გინება, ერთი კომენტარი გავაკეთე, რომ თუ ასე გააგრძელებდა სერბეთიდანაც გამოაგდებდნენ. მან შუა თითი ამიწია და შემაგინა. ვიფიქრე, რომ ამით დამთავრდა ინციდენტი. ამ ყველფრის შესახებ ფეისბუკზე ვრცელი პოსტიც დავწერე. მეორე დღეს სალომე ხარატიშვილთან ერთად მოვდიოდი, როდესაც დათუნაშვილი თავის ძმასთან და მეგობართან ერთად შემხვდა და დამემუქრა, რომ ჭკვიანად ვყოფილიყავი, თორემ უარესს შარში გავეხვეოდი“, - განაცხადა კლდიაშივლმა.

ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავემ, ამჟამად სერბეთის სახელით მოასპარეზე ზურა დათუნაშვილმა უშვერი სიტყვებით გალანძღა სპორტული ჟურნალისტი, მაგდა კლდიაშვილი.