logo
ENG



ჩინეთში კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 868-მდე გაიზარდა

18 თებ 202008:55
3 წუთის საკითხავი
clock 481

ჩინეთში კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 868-მდე გაიზარდა.  ბოლო 24 საათის განმავლობაში, საშიშ ვირუსს 98 პაციენტი ემსხვერპლა. აქედან უმეტესობა დაავადების გავრცელების ეპიცენტრში, პროვინცია ხუბეიში დაიღუპა. 

ჩინეთის ჯანდაცვის  კომიტეტის ინფორმაციით,  ვირუსით გამოწვეული პნევმონიით დაავადებულ პაციენტთა რაოდენობამ  72 000 გადააჭარბა. სრულიად გამოჯანმრთელდა  1 700-ზე   მეტი ადამიანი. ისინი  სამედიცინო დაწესებულებებიდან უკვე გაწერეს.  კორონავირუსი დაუდასტურდა საკრუიზო გემიდან ევაკუირებულ ამერიკის 14 მოქალაქეს.  ლაინერი, რომლის  ბორტზეც 454 დაინფიცირებული იმყოფება,  იაპონიის ქალაქ იოკაგამას პორტში კარანტინში 19 თებერვლამდე დარჩება.


close დახურვა