ოკუპირებულ ცხინვალში რუსი  მრჩევლის და მისი მეუღლის დაღუპვის სავარაუდო მიზეზი ნახშირბადის მონოქსიდის მოწამვლა იყო. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. იგორ გალისა და მისი მეუღლის ცხედრები ცხინვალში, მათ მიერ ნაქირავებ ბინაში  აღმოაჩინეს. 

ცხედრები ექსპერტიზისთვის ჩრდილოეთ ოსეთშია გადასვენებული. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის  ე.წ. ჯანდაცვის მინისტრის რუსი მრჩეველი საოკუპაციო რეჟიმთან  2016 წლიდან მუშაობდა. იგორ გალი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მედიკამენტების მიწოდების სკანდალის ფონზე დაიღუპა. ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში წამლების  ნაკლებობის გამო, საოკუპაციო რეჟიმის ე.წ.-მა პროკურატურამ იანვარში  სამედიცინო დაწესებულებების შემოწმება დაიწყო.