logo
ENG



ჯეფ ბეზოსი, კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად 10 მილიარდ დოლარს გამოყოფს

18 თებ 202009:00
3 წუთის საკითხავი
clock 623

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ჯეფ ბეზოსი, კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად 10 მილიარდ დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ მან  საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე დაწერა.

„ამაზონის“ დამფუძნებელი და „ფორბსის“ სიაში პირველი ადგილის მფლობელი,  ,, ბეზოსის დედამიწის ფონდის'' შექმნას გეგმავს. ფონდის  მიზანი ბუნების დაცვისკენ მიმართული ყველა ქმედების, ასევე კლიმატის ცვლილების კუთხით მომუშავე მეცნიერებისა და აქტივისტების დაფინანსება იქნება. ბეზოსის ფონდი გრანტების გაცემას ზაფხულში დაიწყებს. 


close დახურვა