logo
ENG



კვლევა: 25%-ს აზრით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი გზით სრულიად შესაძლებელია

10 ნოე 202321:09
3 წუთის საკითხავი
clock 294
2023/11/10/elpf2ljp6i06ggp.jpg

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის, მოსახლეობის 25% მიიჩნევს, რომ უახლოეს მომავალში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი გზით სრულიად შესაძლებელია, ხოლო 40% ფიქრობს, რომ ეს "ნაწილობრივ შესაძლებელია".

კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია, უახლოეს მომავალში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი გზით, პასუხები ასე გადანაწილდა:

  • სრულიად შესაძლებელია - 25%
  • ნაწილობრივ შესაძლებელია - 40%
  • ნაწილობრივ შეუძლებელია - 14%
  • სრულიად შეუძლებელია - 21%

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.

ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 20 ოქტომბერი 6 ნოემბრის პერიოდში.


close დახურვა