logo
ENG



ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემები: უმუშევრობა, სიღარიბე, ფასების ზრდა - Edison Research

29 დეკ 202321:08
3 წუთის საკითხავი
clock 525
2023/12/29/atlplu1wfqqf6wi.jpg

Edison Research-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 36% მიიჩნევს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომლის წინაშეც დღეს საქართველო დგას, არის უმუშევრობა, 36% სიღარიბეს ასახელებს, 34% კი ფასების ზრდას.

კითხვაზე, თქვენი აზრით, რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომლის წინაშეც დგას დღეს საქართველო (რამდენიმე პასუხი), პასუხები ასე გადანაწილდა:

  • უმუშევრობა - 36%
  • სიღარიბე - 36%
  • ფასების ზრდა - 34%
  • ოკუპირებული ტერიტორიები - 26%
  • ემიგრაცია - 19%
  • განათლება - 17%
  • პენსიები - 17%
  • ნარკოტიკების უკანონო მოხმარება/გავრცელება - 17%
  • ჯანდაცვა - 15%
  • რუსების მიგრაცია საქართველოში - 11%
  • კრიმინალი - 9%
  • კორუფცია - 8%
  • ევროკავშირში გაწევრიანება - 8%
  • ომი უკრაინაში - 7%
  • გადაადგილება თბილისში - 4% 
  • უფასო საკვები სკოლაში - 4%
  • პოლიტიკური პოლარიცაზია - 4% 
  • გარემოს დაცვის პრობლემები - 3%
  • საცხოვრებელი - 3%

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.

ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 1-ელი დეკემბრიდან 22 დეკემბრის პერიოდში.


close დახურვა