logo
ENG



კვლევა: 71% სრულად/ნაწილობრივ ეთანხმება აზრს, რომ ფასების მატება ხელისუფლების ბრალია

29 დეკ 202321:10
3 წუთის საკითხავი
clock 471
2023/12/29/ffwc00s7un9os8j.jpg

Edison Research-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 71% სრულად ან ნაწილობრივ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ფასების მატება ხელისუფლების ბრალია.

კითხვაზე, "რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით: ფასების მატება ხელისუფლების ბრალია", პასუხები ასე გადანაწილდა:

  • სრულიად ვეთანხმები - 43%
  • ნაწილობრივ ვეთანხმები - 28%
  • ნეიტრალური - 9%
  • სრულიად არ ვეთანხმები - 12%
  • ნაწილობრივ არ ვეთანხმები - 8

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.

ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 1-ელი დეკემბრიდან 22 დეკემბრის პერიოდში.

 


close დახურვა