logo
ENG



კვლევა: უმრავლესობის თქმით, 2024 წლის არჩევნები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება

29 დეკ 202321:05
3 წუთის საკითხავი
clock 752
2023/12/29/ow3zeqf3jl32jzr.jpg

Edison Research-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 50% სრულად ეთანხმება მოსაზრებას, რომ 2024 წლის არჩევნები ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება, რაც კი საქართველოს ჰქონია. ამ დებულებას ნაწილობრივ ეთანხმება 26%.

კითხვაზე, "რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით: მომავალ წელს არჩევნები იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები, რაც საქართველოს ჰქონია", პასუხები ასე გადანაწილდა:

  • სრულიად ვეთანხმები - 50%
  • ნაწილობრივ ვეთანხმები - 26%
  • ნეიტრალური - 12%
  • ნაწილობრივ არ ვეთანხმები - 6%
  • სრულიად არ ვეთანხმები - 6%

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.

ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 1-ელი დეკემბრიდან 22 დეკემბრის პერიოდში.


close დახურვა