logo
ENG



Edison Research: 65% მიიჩნევს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შანსი სხვა პარტიებს უნდა მიეცეთ

29 დეკ 202321:06
3 წუთის საკითხავი
clock 647
2023/12/29/agy5l91qbdr7ifj.jpg

Edison Research-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 65% მიიჩნევს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შანსი სხვა პარტიებს უნდა მიეცეთ.

კითხვაზე, "მიიჩნევთ, რომ ქართულმა ოცნებამ იმდენი გააკეთა, რომ ხელახალი არჩევა დაიმსახურა თუ დროა, სხვა პარტიებს მიეცეთ შანსი?", - პასუხები ასე განაწილდა:

  • დაიმსახურა ხელახალი არჩევა - 35%
  • დროა, სხვას მიეცეს შანსი - 65%

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.

ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 1-ელი დეკემბრიდან 22 დეკემბრის პერიოდში.


close დახურვა