logo
ENG



კვლევა: 56%-ის თქმით, არჩევნებში ოპოზიციური პარტიების მოგება ქვეყნისთვის საუკეთესო შედეგია

29 დეკ 202321:08
3 წუთის საკითხავი
clock 382
2023/12/29/rs1vepb3z900fjl.jpg

Edison Research-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 56%-ის თქმით, ოპოზიციური პარტიების გამარჯვება 2024 წლის არჩევნებში, საქართველოსთვის საუკეთესო შედეგია.

კითხვაზე, "თქვენი აზრით, რომელია საუკეთესო შედეგი საქართველოსთვის?", - პასუხები ასე განაწილდა:

  • ქართული ოცნების გამარჯვება 2024 წლის არჩევნებში - 44%
  • ოპოზიციური პარტიების გამარჯვება 2024 წლის არჩევნებში - 56%

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.

ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 1-ელი დეკემბრიდან 22 დეკემბრის პერიოდში.


close დახურვა