logo
ENG



კვლევა: 84% წინასაარჩევნოდ ოცნებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის დებატებს ემხრობა

29 დეკ 202321:12
3 წუთის საკითხავი
clock 433
2023/12/29/px74tlf91qxzo3u.jpg

Edison Research-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 84% ემხრობა, რომ წინა საარჩევნო პერიოდში ქართულ ოცნებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის დებატები პირდაპირ ეთერში უნდა გაიმართოს. 

კითხვაზე, "რამდენად ემხრობით, რომ წინა საარჩევნო პერიოდში ქართულ ოცნებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის გაიმართოს დებატები პირდაპირ ეთერში?" - პასუხები ასე განაწილდა:

  • ვემხრობი - 84%
  • არ ვემხრობი - 16%

აღსანიშნია, რომ ქართული ოცნების მომხრეთა 80% თვლის, რომ პარტიებს შორის დებატები უნდა გაიმართოს. 

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.

ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 1-ელი დეკემბრიდან 22 დეკემბრის პერიოდში.


close დახურვა