logo
ENG



ბერლინალეზე პანორამა 2024 ლევან აკინის ფილმით გაიხსნება

17 იან 202423:43
3 წუთის საკითხავი
clock 441
2024/01/17/qxskws8uig21vqe.jpg
Haydar Tastan

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ერთ-ერთ სექციას, პანორამა 2024-ს ქართული თანაპროდუქციით ლევან აკინის ფილმი, გზაჯვარედინი გახსნის.

ფილმი მოგვითხრობს ორი ადამიანის მოგზაურობის შესახებ ბათუმიდან სტამბულის ურბანულ ლაბირინთებში, სადაც ისინი ტრანსგენდერ ქალს, თეკლას ეძებენ.

თავის მეოთხე სრულმეტრაჟიანი მხატვრულ ფილმში, რეჟისორი ახერხებს შექმნას ადგილების გარკვეული ტოპოგრაფია, სადაც ქვიარი ადამიანები თანაგრძნობასა და სოლიდარობას ელიან, და სადაც რეალობა და წარმოსახვა ერთმანეთს ინტენსიურად და შთამბეჭდავად უკავშირდება.


close დახურვა