logo
ENG



დანი ალვეშს ქალის გაუპატიურებისთვის 4.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

22 თებ 202413:49
3 წუთის საკითხავი
clock 355
2024/02/22/c6zfgvlfn2cupdm.jpg

ბრაზილიის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს, დანი ალვეშს ქალის გაუპატიურებისთვის 4.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ესპანეთის სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს მიიღო.

ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ალვეშს მსხვერპლისთვის 150 000 ევროს გადახდა დაეკისრა. ბრალდების მხარე ყოფილი ფეხბურთელისთვის 9-წლიან პატიმრობას ითხოვდა.

სასამართლომ ალვეში დამნაშავედ 2022 წლის 31 დეკემბერს ღამის კლუბში ქალის გაუპატიურების საქმეზე ცნო. მან პროცესზე ბრალდება უარყო.

სასამართლო პროცესზე ჩვენება დაახლოებით 20-მდე მოწმემ მისცა, მათ შორის ალვეშის მეგობარმა, რომელიც დანაშაულის ჩადენის ღამეს მასთან ერთად იმყოფებოდა. მისი თქმით, ალვეშს დიდი რაოდენობით ალკოჰოლი ჰქონდა მიღებული.

პროცესებს თავად ფეხბურთელიც ესწრებოდა.

პროკურატურის მტკიცებით, ალვეშმა მეგობართან ერთად 3 ქალი შამპანურზე დაპატიჟა, რის შემდეგაც ერთ-ერთს სხვა ადგილას გაყოლა სთხოვა, სადაც საპირფარეშო იყო, რომლის შესახებაც ქალისთვის უცნობი იყო. საქმის მასალებით, ალვეშმა ქალი საპირფარეშოში შეიყვანა, გახდა აგრესიული და მას სექსუალური კავშირის დამყარება დააძალა. თავდაპირველად ალვეში ამბობდა, რომ ხსენებულ ქალს არ იცნობდა, თუმცა მოგვიანებით აღიარა რომ მასთან სექსუალური კავშირი ჰქონდა.

 


close დახურვა