logo
ENG



ზელენსკი: უკრაინას მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა სჭირდება, ეს ტერორი უნდა დავასრულოთ

25 მარ 202417:01
3 წუთის საკითხავი
clock 299
2024/03/25/yy3wgh95tl5nqeb.jpg

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას ეხმაურება. 

მისი თქმით, უკრაინას მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა სჭირდება. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

"რუსმა ტერორისტებმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს. სამწუხაროდ, ტიპური ურბანული უბნის სახლები დაზიანდა. ამ დროისთვის 5 ადამიანია დაშავებული. ნანგრევების გაწმენდა მიმდინარეობს.

ვიმეორებთ, რომ უკრაინას მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა სჭირდება, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქალაქების უსაფრთხოებას და გადაარჩენს სიცოცხლეს. ყველა ჩვენგანმა, ვინც პატივს ვცემთ და ვიცავთ ადამიანების სიცოცხლეს, ეს ტერორი უნდა დავასრულოთ", - წერს ზელენსკი.

დღეს რუსულმა ძალებმა ოკუპირებული ყირიმიდან ორი ბალისტიკური რაკეტით კიევზე იერიში მიიტანეს. შეტევა დაახლოებით 10:30 საათზე დაიწყო. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, დაზიანებულია მრავალსართულიანი შენობა.


close დახურვა