logo
ENG



OneRepublic, Scorpions, Jungle - Black Sea Arena-ზე ცნობილი ბენდების კონცერტები გაიმართება

28 მარ 202412:05
3 წუთის საკითხავი
clock 290
2024/03/28/y8hptpzd3z3u5o4.jpg

Starring Georgia-ს ფარგლებში Black Sea Arena-ზე რამდენიმე ცნობილი ბენდის კონცერტი გაიმართება.

Black Sea Arena ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 10 მაისს გაიმართება OneRepublic-ის კონცერტი, რომლისთვისაც ბილეთების გაყიდვა 29 მარტის 10:00 საათიდან BSA.ge-სა და TKT.ge-ზე დაიწყება.

31 მაისს დაგეგმილია Scorpions-ის კონცერტი. მსმენელები ბილეთების შეძენას 3 აპრილს, 10:00 საათიდან შეძლებენ, ხოლო 18 აგვისტოს - Jungle-ის კონცერტი გაიმართება.

სამივე კონცერტის დაწყების დრო - 18:00 საათია.

ანონსში აღნიშნულია კიდევ ერთი თარიღი, 28 ივლისი, თუმცა შემსრულებლის ვინაობა უცნობია.


close დახურვა