logo
ENG



ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი სასამართლო პროცესი ისევ გადაიდო

28 მარ 202412:29
3 წუთის საკითხავი
clock 440

რუსული კანონის საწინააღმდეგო მარტის აქციების შემდეგ დაკავებული აქტივისტის ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი გადაიდო. მოსამართლემ სხდომა 1 კვირით გადადო.

მოსამართლის პოზიციაა, რომ ლაზარე გრიგორიადისი სასამართლო სხდომას ფიზიკურად უნდა დაესწროს, რასაც ის დღეს ვერ ახერხებდა.გრიგორიადისს დღეს პროცესზე დისტანციურად ჩართვა სურდა.

31 მარტს სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.

აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ მალევე სიძულვილის კამპანია დაიწყო, ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მას არაერთხელ უწოდა "ორიენტაციაარეული". 

22 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 7-8 მარტის აქციებზე დაზარალებულმა პოლიციელებმა, სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მხარდაჭერით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებისგან თავის შეკავების თაობაზე განცხადებით მიმართეს.


close დახურვა