logo
ENG



არჩევნებში პუტინს ხმა რუსი სამხედროების 99,27%-მა მისცა

28 მარ 202418:44
3 წუთის საკითხავი
clock 296
2024/03/28/mysxku5yes8qw8f.jpg

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ხმა რუსი სამხედროების 99,27%-მა მისცა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

კერძოდ, უწყება ირწმუნება, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა სამხედრო მოსამსახურეების რეკორდულმა რაოდენობამ (1.5 მილიონი) მიიღო.

"გასული საარჩევნო კამპანიის ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი იყო სამხედრო მოსამსახურეების კენჭისყრაში მონაწილეობა, რომლებიც ასრულებენ დავალებებს სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში, მათ შორის საბრძოლო ფორმირებებში და საბრძოლო შესაძლებლობების აღდგენის ადგილებში. ამ მიზნით, 2024 წლის 25 თებერვლიდან 14 მარტამდე 186 საარჩევნო უბანზე მოეწყო სამხედრო მოსამსახურეებისთვის ვადამდელი ხმის მიცემის პროცესი. 99,27%-მა ხმა მისცა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე ..პუტინის კანდიდატურას", - წერია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 15-17 მარტს ჩატარდა. ცესკოს ინფორმაციით, პუტინმა ხმების 87 პროცენტი "მოიპოვა" და თანამდებობას კიდევ 6 წლით დაიკავებს. ამავე დროს, რუსულმა ცესკომ საპრეზიდენტო კანდიდატებად არც ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არ დაარეგისტრირა.

დასავლურ ქვეყნებში აცხადებენ, რომ რუსეთი არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ ყოფილა.

2018 წლის არჩევნებისგან განსხვავებით, როდესაც პუტინმა ევროპელი ლიდერებისგან მილოცვები მიიღო, წლევანდელ არჩევნებმა დასავლელი ლიდერების წერილების გარეშე ჩაიარა. ამავე დროს, მას ულოცავენ ჩინეთის, ბელარუსი, ნიკარაგუისა და ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტები.


close დახურვა