logo
ENG



რუსი აქტივისტი, რომელიც უკრაინის მხარდამჭერ პროექტზე მუშაობს, საქართველოში არ შემოუშვეს

29 მარ 202410:19
3 წუთის საკითხავი
clock 377
2024/03/29/iwqq7w14gaehbgl.png

რუსი აქტივისტი, იგორ მიგლანი, რომელიც უკრაინის მხარდამჭერ პროექტზე მუშაობს, საქართველოში არ შემოუშვეს. ინფორმაციას ნასტაიაშაე ვრემია გამოცემა ხოლოდზე დაყრდნობით ავრცელებს.

პროექტის ერთ-ერთი თანაავტორი, ევგენი ლიამინი ამბობს, რომ მიგლანი საქართველოში გერმანიიდან 28 მარტის ღამეს ჩამოვიდა, თუმცა ის საპასპორტო კონტროლზე დააყოვნეს. რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ აქტივისტს სიტყვიერად უარი უთხრეს ქვეყანაში შესვლაზე, თუმცა დოკუმენტაცია შესაბამისი დასაბუთებით არ წარუდგენიათ.

ასეთივე ინფორმაციას ფონდ თავისუფალი რუსეთის სამხრეთ კავკასიის ბიუროს დირექტორი, ეგორ კუროპტევიც ავრცელებს. კუროპტევი Facebook-ზე წერს, რომ იგორ მიგლანი თბილისის აეროპორტში უკვე 15 საათია გაჩერებული და მას სხვა აქტივისტების მსგავსად საქართველოში არ უშვებენ.

"იგორი უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან კოლეგებთან ერთად უკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭერ პროექტზე მუშაობდა. მისი და მთელი გუნდის წყალობით 8 000 ლტოლვილზე მეტმა მიიღო სამედიცინო დახმარება. ეს საქართველოს ინტერესების საპირისპიროა? დარწმუნებული ვარ, არა", - წერს კუროპტევი.

ის შესაბამის უწყებებს - შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მოუწოდებს აქტივისტის ქვეყანაში შემოშვებისკენ, რადგან, კუროპტევის თქმით, მას არც ერთი კანონი არ დაურღვევია.


close დახურვა