logo
ENG



უკრაინის საჰაერო ძალები: რუსეთის მიერ გაშვებული 58 დრონი და 26 რაკეტა ჩამოვაგდეთ

29 მარ 202416:28
3 წუთის საკითხავი
clock 237
2024/03/29/oinb4p0kmehu6pg.jpg

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, გუშინ ღამით უკრაინელებმა რუსეთის მიერ გაშვებული 60 დრონი და 30 სხვადასხვა ტიპის რაკეტა ჩამოაგდეს.

"გუშინ ღამით მტერმა სხვადასხვა ტიპის რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით ძლიერი სარაკეტო დარტყმა განახორციელა უკრაინის ენერგეტიკული სექტორის ობიექტებზე", - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური, ნიკოლაი ოლეშუკი აცხადებს, საერთო ჯამში, რუსებმა 99 საჰაერო თავდასხმის იარაღი გამოიყენეს. მათ შორისაა Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი. ასევე, ბალისტიკური და საკრუიზო რაკეტები.

"უკრაინის საჰაერო ძალებმა 84 საჰაერო თავდასხმის იარაღის ჩამოგდება შეძლეს. მათ შორისაა 58 უპილოტო საფრენი აპარატი, 17 საკრუიზო რაკეტა, 5 მართვადი თვითმფრინავი და 4 საკრუიზო რაკეტა", - აცხადებს უკრაინის საჰაერო ძალები.


close დახურვა