logo
ENG



უკრაინის გენპროკურატურის ცნობით, რუსეთის ომს, სულ მცირე, 537 ბავშვი ემსხვერპლა

30 მარ 202416:01
3 წუთის საკითხავი
clock 244
2024/03/30/b1txvnjq9qzwoa8.jpg

უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, რუსეთის ომს, სულ მცირე, 537 ბავშვი ემსხვერპლა

უწყების ინფორმაციით, დაშავებულია 1273-ზე მეტი ბავშვი. 

"დონეცკში - 524, ხარკივში - 343, ხერსონში - 149, კიევში - 130, დნეპროპეტროვსკში - 125, ნიკოლაევში - 103, ზაპოროჟიეში - 100, ჩერნიჰივში - 72, ლუჰანსკში - 67", - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა