logo
ENG



დაღესტანში, კონტრტერორისტული ოპერაციის დროს სამი ადამიანი დააკავეს

31 მარ 202413:08
3 წუთის საკითხავი
clock 294
2024/03/31/zo4ckf3z8thnwke.png

დაღესტანში, კონტრტერორისტული ოპერაციის დროს სამი ადამიანი დააკავეს.

ქალაქ კასპიისკსა და მაჰაჩყალაში სავარაუდო ტერორისტები სპეცრაზმმა ალყაში გამთენიისას მოაქცია.

რუსული მედიის ცნობით, ისინი ბინებში იმალებოდნენ. საჭირო გახდა ადგილობრივების ევაკუაცია. სპეცოპერაციის შედეგად არავინ დაშავებულა.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულები ტერორისტულ აქტებს გეგმავდნენ. ამოღებულია ავტომატური იარაღი და თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები.


close დახურვა