logo
ENG



უკრაინის საჰაერო ძალები: გუშინ ღამით რუსეთის მიერ გაშვებული 17-ვე დრონი ჩამოვაგდეთ

07 აპრ 202410:30
3 წუთის საკითხავი
clock 263
2024/04/07/kiapua1qck1iagw.jpg

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, გუშინ ღამით უკრაინელებმა რუსეთის მიერ გაშვებული 17-ვე დრონი ჩამოაგდეს.

"ღამით რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთხელ შეუტიეს უკრაინას, მათ Shahed-ის ტიპის 17 უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენეს. ყველა მათგანი უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში 57 სამხედრო შეტაკება მოხდა. მთლიანობაში, მტერმა განახორციელა 10 სარაკეტო და 88 საჰაერო დარტყმა, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან კი 71 შეტევა", - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის ცნობით, ჩერნიჰივის, სუმის, ხარკივის, ლუჰანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, ხერსონისა და ნიკოლაევის ოლქების 100-ზე მეტი დასახლება საარტილერიო ცეცხლის ქვეშ იყო.


close დახურვა