logo
ENG



უკრაინის საჰაერო ძალები: გუშინ ღამით რუსეთის მიერ გაშვებული 24 დრონიდან 17 ჩამოვაგდეთ

08 აპრ 202411:36
3 წუთის საკითხავი
clock 235
2024/04/08/2sq2gmv72buogkx.png

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, გუშინ ღამით უკრაინელებმა რუსეთის მიერ გაშვებული 24 დრონიდან 17 ჩამოაგდეს.

"ღამით რუსმა ოკუპანტებმა კვლავ შეუტიეს უკრაინას Shahed-ის ტიპის 24 უპილოტო საფრენი აპარატით. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 17 მათგანი ჩამოაგდეს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში 76 სამხედრო შეტაკება მოხდა. მტერმა 7 სარაკეტო და 104 საჰაერო დარტყმა განახორციელა, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან კი 108 შეტევა", - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის ცნობით, ჩერნიჰივის, სუმის, ხარკივის, ლუჰანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, ხერსონისა და ნიკოლაევის ოლქების 100-ზე მეტი დასახლება საარტილერიო ცეცხლის ქვეშ იყო.


close დახურვა