logo
ENG



FT: რუსეთი, შესაძლოა, უკრაინის ოთხი ოლქის მიმართულებით ფართომასშტაბიან იერიშს გეგმავდეს

13 აპრ 202422:38
3 წუთის საკითხავი
clock 262
2024/04/13/cwikjvaqynn16yr.jpg

გამოცემა Financial Times-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რუსეთი შესაძლოა უკრაინის ოთხ ოლქზე ფართომასშტაბიანი შეტევისთვის ემზადებოდეს.

უფრო კონკრეტულად, გამოცემა წერს, რომ ოკუპანტები იერიშს გაზაფხულსა ან ზაფხულში გეგმავენ და დონეცკის, ხერსონის, ლუგანსკის და ზაპოროჟიეს ოლქებში მეტი ტერიტორიის ხელში ჩაგდებას აპირებენ.

"კიევის ოფიციალური პირები ასევე შეშფოთებულნი არიან იმით, რომ მოსკოვი შესაძლოა გეგმავს თავდასხმას ხარკოვზე, უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქზე ჩრდილო-აღმოსავლეთში. ის ასობით ათასი მეომრის მობილიზებას ახორციელებს და ქალაქის დასაბომბად რაკეტებს ამზადებს", - წერს Financial Times.


close დახურვა