logo
ENG



ბლინკენი: მკაცრად ვგმობთ ირანის თავდასხმას, გავაგრძელებთ ისრაელის თავდაცვის მხარდაჭერას

14 აპრ 202411:59
3 წუთის საკითხავი
clock 273
2024/04/14/mdnea1b3ymszg4c.jpg

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ აშშ მკაცრად გმობს ირანის თავდასხმას ისრაელზე.

ბლინკენის თქმით, შეერთებული შტატები მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად მომდევნო საათებისა და დღეების განმავლობაში კონსულტაციებს გამართავს.

"აშშ უმკაცრესად გმობს ირანის თავდასხმას ისრაელზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვსურს ესკალაცია, გავაგრძელებთ ისრაელის თავდაცვის მხარდაჭერას და როგორც პრეზიდენტმა ცხადყო, დავიცავთ აშშ-ის პერსონალს", - ამბობს ბლინკენი. 

გუშინ, ცნობილი გახდა, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ათობით დრონი გაუშვა. მოგვიანებით ინფორმაცია ბალისტიკური რაკეტების შესახებაც გავრცელდა. რამდენიმე საათის წინ IDF-ში განაცხადეს, რომ ისრაელმა, მოკავშირეებთან ერთად დრონებისა და რაკეტების აბსოლუტური უმრავლესობა ჩამოაგდო


close დახურვა