logo
ENG



უკრაინის საჰაერო ძალები: გუშინ ღამით რუსეთის მიერ გაშვებული 10-ვე დრონი ჩამოვაგდეთ

14 აპრ 202412:23
3 წუთის საკითხავი
clock 244
2024/04/14/jk5t2ozo4o0u470.jpg

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, გუშინ ღამით უკრაინელებმა რუსეთის მიერ გაშვებული 10-ვე დრონი ჩამოაგდეს.

"გუშინ ღამით რუსმა ოკუპანტებმა უკრაინას შეუტიეს 10 Shahed-131/136 ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან, კერძოდ, კურსკის ოლქიდან. 

ამასთან, ოთხი S-300/S-400 საჰაერო მართვადი რაკეტით ოკუპირებული დონეცკიდან. უკრაინის საჰაერო ძალებმა ყველა მათგანი ჩამოაგდეს", - ნათქვამია განცხადებაში. 

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა