logo
ENG



ევროკომისიის პრეზიდენტი ირანს ისრაელზე თავდასხმის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

14 აპრ 202413:21
3 წუთის საკითხავი
clock 288
2024/04/14/ds3kvn80vfllazk.jpg

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ირანს ისრაელზე თავდასხმის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

"მკაცრად ვგმობ ირანის აშკარა და გაუმართლებელ თავდასხმას ისრაელზე. მოვუწოდებ ირანს და მის მარიონეტებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ თავდასხმები. 

ყველა მხარემ თავი უნდა შეიკავოს შემდგომი ესკალაციისგან და რეგიონში სტაბილურობის აღსადგენად იმოქმედოს", - წერს ლაიენი სოციალურ ქსელში. 

გუშინ, ცნობილი გახდა, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ათობით დრონი გაუშვა. მოგვიანებით ინფორმაცია ბალისტიკური რაკეტების შესახებაც გავრცელდა. რამდენიმე საათის წინ IDF-ში განაცხადეს, რომ ისრაელმა, მოკავშირეებთან ერთად დრონებისა და რაკეტების აბსოლუტური უმრავლესობა ჩამოაგდო


close დახურვა