logo
ENG



სიდნეიში ტერაქტისას დაღუპულებს შორის საქართველოს მოქალაქეცაა

14 აპრ 202418:14
3 წუთის საკითხავი
clock 534
2024/04/14/jr49edfnhvki6f6.jpg

სიდნეიში ტერაქტისას დაღუპულებს შორის საქართველოს მოქალაქეცაა. ინფორმაცია ფორმულას საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

უწყების ცნობით, საქართველოს საელჩო კონტაქტზეა დაღუპულის ოჯახის წევრებთან და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები. 

"ქართული მხარისთვის ცნობილი არის სიდნეიში, სავაჭრო ცენტრზე თავდასხმის შედეგად, საქართველოს და ავსტრალიის მოქალაქის გარდაცვალების შესახებ. ჩვენ თანავუგრძნობთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და ასევე, ავსტრალიის მთავრობას და ხალხს აღნიშნული ინციდენტის შედეგად დაღუპულთათვის.

ქართული მხარე შეშფოთებას გამოვთქვამს მომხდარის გამო. საქართველოს საელჩო კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები", - აცხადებენ სამინისტროში. 

ავსტრალიაში სიდნეის სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებულმა პირის თავდასხმას 5 ადამიანი ემსხვერპლა. როგორც Guardian წერს თავდამსხმელს პოლიციელმა ესროლა და მოკლა. 


close დახურვა